ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - განაჩენი დღეს გამოცხადდება
7 თვიანი განხილვა დასრულებულია - თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე სასამართლო საბოლოო გადაწყვტილებას დღეს გამოაცხადებს.
ვერაზე, სასტიკად მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. დღეს გადაწყდება რამდენი წლით წავლენ ისინი ციხეში.
აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება, თუმცა მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.
ნიკოს დედამ, იზა ომაძემ საქმის მოსამართლეს, დავით მგელიაშვილს მიმართა და სამართლიანი სასჯელის გამოტანა სთხოვა.