უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველები კიევში გადაასვენეს
უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველები კიევში გადაასვენეს - ნიკოლოზ შანავას და დავით მენაბდიშვილის ცხედრები ახლა კიევში ვლადიმერსკის ტაძარშია დასვენებული, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობს.
ქართველი მებრძოლები რამდენიმე დღის წინ ქალაქ იზუმთან ახლოს 18 საათიანი უთანასწორო ბრძოლის დროს დაიღუპნენ. დაიჭრა 5 ჯარისკაცი და ისინი ამ დრომდე სამხედრო ჰოსპიტალში რჩებიან.