მიშა მშვილდაძე Facebook პოსტის გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

12.04.22 16:28
მიშა მშვილდაძე Facebook პოსტის გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

სუს-მა ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელეწამყვანი, მიშა მშვილდაძე,  Facebook პოსტის გამო გამოკითხვაზე დაბარა.  ტელეწამყვანი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს 17 საათზე გამოიკითხება.

4 აპრილს მიშა მშვილდაძემ ირაკლი ღარიბაშვილის ის განცხადება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილმა ბუჩას კადრების გავრცელების შემდეგ თქვა, რომ ომით უკრაინელი ხალხი ისჯება. 

ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას. გადადგება? - თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა" - დაწერა მშვილდაძემ 4 აპრილს. 

მშვილდაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას, ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

მსგავსი სიახლეები