ნიკო არის ნათელი, ბნელია ქმედება, რაც ჩაიდინეთ თქვენ - პროკურორი ბრალდებულებს

12.04.22 16:52
ნიკო  არის ნათელი, ბნელია ქმედება, რაც ჩაიდინეთ თქვენ - პროკურორი ბრალდებულებს

"ნათელი იყო ნიკო კვარაცხელია, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრებით უდიდესი რამე გააკეთა და ბნელია ბრალდებულების მოქმედებები, რაც გააკეთეს",- ასე მიმართა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულებს. 

გია შაიშმელაშვილმა ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ამბობს, რომ "შოკურ მდგომარეობაში" იმყოფებოდა. პროკურორის თქმით, ორივე მათგანს "თითო ჩანთა ტანსაცმელი ჰქონდა მომზადებული, რომ გაქცეულიყვნენ": 

"ვეკითხებით მოტივს და იმის ნაცვლად, სასამართლოში მაინც თქვან სიმართლე, გარდაცვლილს აყენებენ შეურაცხყოფას - "მექალთანე, მშიშარა, არაფრისმაქნისი". თბილისიდან ბორჯომში წასასვლელად პასპორტები არ მიაქვთ, ესენი მთელი ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ, ტანსაცმლით, ფულით, პასპორტით. ეს სრულიად სამართლიანი ბრალდებაა და პასუხი უნდა აგოთ ორივე ბრალდებულმა!",- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები