ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სასამართლო განაჩენს პარასკევს გამოცხადებს
ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სასამართლო განაჩენს პარასკევს გამოცხადებს - პირველი სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა.
ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა. ისინი მხოლოდ ერთთვიანი ძებნის შემდეგ წყნეთში, 7 ოქტომბერს დააკავეს.
კვარაცხელიები დარწმუნებულები არიან, რომ მკვლელობა შეკვეთილია, დამკვეთები კი თავისუფლები არიან.