"იოტის ოდენა წვლილიც არ მიმიძღვის მათ უბედურებაში" - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავილაძე დასკვნითი სიტყვაში ამბობს, რომ "იოტის ოდენა წვლილიც არ მიმიძღვის ამ დანაშაულში".
მეტიც, მან კვარაცხელიას დედის თანდასწრებით თქვა, რომ მზად იყო ბოდიში მოეხადა, მაგრამ მას შემდეგ რაც გარდაცვლილის ოჯახის ქცევა დაინახა, გადაიფიქრა.
კავილაძე ამბობს, რომ მას ორი არჩევანი ჰქონდა.
ერთი ვარიანტი იყო, წავსულიყავი პოლიციაში და ალეკოს წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რასაც არ და ვერ გავაკეთებდი. მეორე ვარიანტი მქონდა ალეკოსთან ერთად მივმალულიყავი. რომ არ მივმალულიყავი და პოლიციაში წავსულიყავი, არათუ ეს ბრალდება საერთოდ ბრალი არ მექნებოდა წარდგენილი. იოტისოდენა წვლილიც კი არ მაქვს შეტანილი მათ უბედურებაში, მაინც მზად ვიყავი ბოდიში მომეხადა, მაგრამ მას შემდეგ რაც დავინახე მათი პოზიცია და ჟესტები გადავიფიქრე, რადგან ვფიქრობ რომ უფრო გაამწვავებდა სიტუაციას - თქვა კაველაძემ.