შეფერხება მეტროში - პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
შეფერხება მეტროში - პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.
ირკვევა, რომ მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ.
მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.