თბილისის მეტროს მუშაობა სრულებით განახლდა

12.04.22 18:40
თბილისის მეტროს მუშაობა სრულებით განახლდა

თბილისის მეტრომ მუშაობა სრულიად განაახლა. მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო.  მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი გახდა, რისთვისაც საჭირო შეიქნა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.

შემადგენლობები მოძრაობდნენ ზონალურად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები