წყალში გადაყრილი მილიონ 200 ათასი ლარი- აუდიტის სკანდალური დასკვნა
წყალში გადაყრილი მილიონ 200 ათასი ლარი- სახელმწიფო აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩენილია ხალხის ფულის მითვისების კიდევ ერთი ე. წ შავი ხვრელი.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტების შესწავლის შემდეგ აუდიტმა დაადგინა, რომ ზედამხედველობის კომპანიები, რომელთა მთავარი მოვალეობა სხვადასხვა სამუშაობის მიმდინარეობისას ხარისხის კონტროლია, არაფერს აკეთებენ და ათიათასობით ლარს ჯიბეში სულ ტყუილად იდებენ.
აუდიტმა დაადგინა, რომ საქართველოს 23 ქალაქში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების გასაკონტროლებელად კოლოსალური თანხები გამოყვეს, ანუ დაიქირავეს კომპანები, ვინც შეამოწმებდა, ხარისხიანად დაიგო თუ არა გზები და აშენდა შენობები. თუმცა ზედამხედველებმა უბრალოდ არაფერი გააკეთეს და ბიუჯეტის ფული ჯიბეში ჩაიდეს.
აუდიტის დასკვნით ასევე გამოვლინილია, რომ ქუთაისის მერიამ 2020 წელს 60 ახალი ავტობუსი სესხით შეიძინა, თუმცა, ტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავი აღმოჩნდა და მხოლოდ 9 თვის განმავლობაში 954-ჯერ დასჭირდა შეკეთება.
ახლა საგამოძიებო უწყებამ უნდა შეისწავლოს, ვინ დგას შეუსრულებელი სამუშაოებისა და მითვისებული მილიონების უკან.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან