ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 348 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 862 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 933 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 929 PCR ტესტით.