სხვისი მოგებული ფულის განკარგვა ე.წ. ქურდული წესებით - პოლიციამ ”კრიმინალურ ავტორიტეტებთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა
სხვისი მოგებული ფულის განკარგვა ე.წ. ქურდული წესებით - პოლიციამ ორი პირი , 1995 წელს დაბადებული გ.ყ. და 1990 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავა. დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ე.წ კანონიერი ქურდობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 1983 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს, ხოლო "ქურდული სამყაროს წევრობისთვის" და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის - 1988 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს და 1989 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს. რაც შეეხება 1983 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს, მას ბრალი ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. მათ 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე დ.უ.-ს მიერ ერთ-ერთ ონლაინკაზინოში 216 963 ლარის მოგების შესახებ. მათ, სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს. „ქურდული სამყაროს" წევრი დ.ჯ. დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ, „ქურდული სამყაროს“ წევრ ზ. ხ.-ს და „კანონიერ ქურდ“ ლ.ჩ.-ს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დ.უ.-ს ონლაინკაზინოში მოგებული თანხის ნაწილი მისი მითითების გარეშე არ უნდა განეკარგა.
ამის შემდეგ, დ.უ.-ს „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებმა - ლ.მ.-მ და გ.ყ.-მ „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა დაუდასტურეს და მას მფარველობას დაჰპირდნენ, რითაც მხარი დაუჭირეს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან