პუტინის მხარდამჭერ სასულიერო პირს მღვდელმსახურება დროებით შეუჩერდა
მამა ვახტანგ თოხაძეს მღვდელმსახურება დროებით შეუჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შემოქმედის ეპარქიის მიტოპოლიტმა, მეუფე იოსებმა, მას შემდეგ მიიღო, რაც მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა "ტვ პირველის" ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა.
ვახტან თოხაძემ გუშინ რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინაში ქალების და ბავშვების გაუპატიურება ჩვეულებრივ მოვლენად შეაფასა და თქვა, რომ "ქალები და ბავშვები ყველგან კვდებიან". მანამდე კი სასულიერო პირმა "ალტ ინფოს" ოფისი აკურთხა.
მსგავსი სიახლეები
23.06.26 11:29
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან