რუსეთი კიევის დაბომბით იმუქრება
რუსეთის ხელისუფლება კიევის დაბომბით იმუქრება. თავდაცვის სამინისტო ზელენსკის გუნდს რაკეტების სამთვრობო კვარტალში ჩამოგდებას უანონსებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუ "უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დივერსიები და თავდასხმის მცდელობები გაგრძელდება, რუსეთი თავდასხმას პირდაპირ კიევზე მიიტანს".
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხედავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დივერსიისა და თავდასხმის მცდელობებს. თუ ასეთი ინციდენტები გაგრძელდება, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევშიც, რისგანაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ჯერჯერობით თავს იკავებენ". - წერია განცხადებაში