უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ
ომში დაღუპული ნიკა შანავას და დავით მენაბდიშვილის ცხედრებს რამდენიმე საათში სამშობლოში ჩამოასვენებენ.
ცხედრები ავტოკოლონით თანამებრძოლებმა ვარშავის აეროპორტამდე უკვე მიაცილეს. გმირებს 4 ქართველო მეომარი მოყვება, მათ შორისაა ომში დაღუპული ნიკა შანავას ძმა.
გამთენიისას გმირებს თბილისის აეროპორტში მოქალაქეები დახვდებიან და ქართველ მეომრებს პატივს მიაგებენ.
შანავა და მენაბდიშვილი იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.