ბრალდებულები მკვლელობამდე შატალოვას უთვალთვალებდნენ, წინასწარ ბინა იქირავეს - საქმის პროკურორი
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე - პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულები მკვლელობამდე ქალს უთვალთვალებდნენ და ამისთვის წინასწარ იქირავეს ბინა.
ვეფვაძის თქმით, ანასტასია შტალოვა ბრალდებულებმა წინასწარ დაგეგმვით, ჯგუფურად მოკლეს.
"იქ, სადაც ცხოვრობდა ანასტასია შატალოვა, ბრალდებულებმა წინასწარ იქირავეს ბინა, რათა მის მიმართ განეხორციელებინათ თვალთვალი, ასევე, წარმოდგენილია კონკრეტული ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს მანქანებით თვალთვალს ანასტასია შატალოვას გადაადგილების. ანასტასია შატალოვას უთვალთვალებდნენ, ამავდროულად, მათ ის საშუალებები, რომელიც ხელს შეუშლიდა, ან ამოცნობაში დაეხმარებოდა გამოძიებას, წინასწარ მოახდინეს მათი განადგურება. ბექა ლატარიამ გარე განათების საშუალება გაანადგურა, განზრახ მკვლელობისთვის შექმნეს პირობები", - განაცხადა ვეფხვაძემ.
ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლეს.
ცნობილია ისიც, რომ 27 წლის ქალს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავს და მათ შორის ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობდა. ქალი ბერიძეს ძალადობაში ადანაშაულებდა და საქმეზე გამოძიებაც კი იყო დაწყებული. ყოფილი ვიცე-მერმა შატალოვას გარდაცვალების შემდეგ თქვა, რომ შვილის დედასთან ბოლო პერრიოდში კომუნიკაცია არ ჰქონია.
გამოძიების ინფორმაციით, შატალოვას ბექა ლატარიამ ესროლა, შსს-ს ცნიობით, ლატარიამ მკვლელობის ადგილი ბიძინა ხასიას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა. გამოძიების ვერსიით, ხასიამ მკვლელობის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ლატარია დაკავებისას საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადახტომას ცდილობდა. მისი პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან