ბავშვთა სახლებიდან გატაცებულია 1000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი რუსეთში გასაშვილებლად - დენისოვა
ბავშვთა სახლებიდან გატაცებულია 1000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი - სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა პირდაპირ ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმს ახალშობილები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაჰყავს.
პუტინის ბრძანებით კი რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივდა უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანის პროცესი.
მთელი უკრაინიდან რუსებმა 790 ათასი ადამიანი გადაიყვენეს რუსეთში. მათ შორის 150 ათასზე მეტი ბავშვია. გ დაახლოებით 20 ათასი ადამიანი საფილტრაციო ბანაკშია, რომელიც დონეცკში, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მათი ნების საწინააღმდეგოდ გაჰყავთ ბავშვები, რომლებიც მშობლების გარეშე გაიყვანეს. ამასთან გვაქვს დადასტურებული მტკიცებულებები რომ რუსეთი ამზადებს კანონპროექტს, და რუსეთის მოქალაქეებს უკრაინელი წარმოშობის ბავშვების შვილად აყვანის პროცედურას უმარტივებს"- თქვა დენისოვამ.
ამასთან, უკრაინის ხელშია მტკიცებულებები, რომ ქალების და ბავშვების გაუპატიურებას სისტემური ხასიათი ჰქონდა.