თბილისში ბინის ქირა რეკორდულად გაიზარდა და 48%-ს მიაღწია

14.04.22 17:50
თბილისში ბინის ქირა რეკორდულად გაიზარდა და 48%-ს მიაღწია

ბინის ქირის ფასი დედაქალაქში რეკორდულად, 48%-ით  გაიზრდა, განსაკუთრებით კი თბილისის ცენტრალურ უბნებზე.  მკვეთრი ზრდის მიზეზად რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან შემოსული ხალხის დიდი ნაკადი სახელდება.

"გაიზარდა მოთხოვნილება და გაიზარდა ფასები" - ამბობენ უძრავი ქონების აგენტები. 

გაზრდილია გაყიდვების რაოდენობაც. ძირითადი მიმართვიანობა ახალ აშენებულ ბინებზე მოდის, 1 კვადრატული მეტრის ფასი საშუალო ფასი 900 დოლარამდე შეადგენს, რაც ამავე წლის იანვართან შედარებით 50 პროცენტითაა მომატებული.

უძრავი ქონების აგენტები განმარტავენ, რომ ახალ აშენებულ ბინების გაძვირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ძირითადი სამშენებლო მასალები უკრაინიდან შემოდიოდა, რაც დღესდღეობით დეფიციტს ქმნის.

უძრავი ქონების აგენტები ბინებზე ფასების ზრდას კვლავ წინაწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები