ნაგვის ურნები ოქროს ფასად - კალაძე ქეთევან წამებულის გამზირზე 43 ათას ლარად ღირებულ სმარტ ურნებს დგამს
ნაგვის ურნები ოქროს ფასად. კახა კალაძე 5 მილიონ ნახევარ ლარის ღირებულების სმარტ ურნებს ქეთევან წამებულის გამზირზე დადგამს. ანუ ერთს 42 ათას 960 ლარად ყიდულობს.
ნაგვის ურნებს კალაძე ,,ჯითი გრუპს", უკვეთავს, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას, ქვისლის კომპანიაა.
„ჯითი მოტორსი“ მერიის ფავორიტი კომპანიაა, რომელიც კახი კალაძის ცოლს უახლესი გამოშვების ავტომობილებით ამარაგებს.
ჩნდება ეჭვი, რომ ჭავჭავაძესე დადგმული „სმარტ ნაგვის ურნების“ პროექტის შემდეგ მორიგი მრავალმილიონიანი ტენდერიც თბილისის მერმა მასთან დაახლოებულ კომპანიას მოარგო. სხვა კონკურენტს რომ ვერ გაემარჯვა, სატენდერო მოთხოვნებში ჩაწერეს, რომ კანდიდატს სმარტ ურნების მიწოდების გამოცდილება უნდა ჰქონოდა.
ეს ნაგვის ურნები შეიძინეს ერთ პირთან მოლაპარაკებით ,,ჯითი გრუპისგან", რომელიც არის ,,ქართული ოცნების" შემომწირველი და მათთან დაახლოებული. ეს ტენდერი პირდაპირ თუ ირიბად იქნა მორგებული ,,ჯითი გრუპზე" - აცხადებს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.
სმარტ ურნების მთავარი პლიუსი ის არის, რომ ხალხმა ნარჩენები დახარისხებულად უნდა გადაყაროს, თუმცა სხვადახვა ურნაში ჩაყრილ ნაგავს მერია ისევ ერთ მანქანზე ტვირთავს და ლილოს ნაგავსაყრელზე მიაქვს.
ჭავჭავაძის გამზირზე, სმარტ ნაგვის ურნებთან, ხშირად ასეთი სურათია. ხალხი წვრილ მილებში ნარჩენებს ვერ ათავსებს, ამიტომ ნაგვის პარკები ზედ ტროტუარზეა დაგროვებული.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან