უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირები სამშობლოში ჩამოსვენეს - ოჯახები სამძიმარს იღებენ

15.04.22 10:33
უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირები სამშობლოში ჩამოსვენეს -  ოჯახები სამძიმარს იღებენ

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ნიკა შანავას და დავით მენაბდიშვილის ცხედრები სამშობლოში ჩამოასვენეს. დაღუპულების ოჯახები ამ დროისათვის სამძიმარს იღებენ.

ნიკა შანავა საკუთარ სახლშია დასვენებული.  ხვალ მას ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ. ცოტა ხნი წინ შანავებს თავდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ადგილზე საპატიო ყარაული გამოჩნდება. 

აეროპორტში ვნახე, მე თითონ გავაცილე. მეგონა დაბრუნდებოდა,მაგრამ... ალბათ გულშ რა მიზანიც ჰქონდა, ის მიზანი აისრულა. მე არაფერს მიმავალდნენ, მე ყველაფერი ვიცოდი. 16-ში გავაცილე. ნიკუშა შეეწირა ტავისი სამშობლოს ნათელ მომავალს. ნიკუშა იყო გმირი, - იხსენებს ნიკა შენავას დედა. 

რაც შეეხება კიდევ ერთ გმირს, დავით მენაბდიშვილს, მისი  სამოქალაქო პანაშვიდი  რუსთავში, სიონის ტაძარში იმართება. 49 წლის სამხედროს სამოქალაქო პანაშვიდიც ასევე, საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართება.  გამოცდილი სამხედროს პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო კვირას მას რუსთავში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

ეს გადაწყვეტილება რაღაც მხრივ არ გაგვიკვირდა უკეაინაში წასვლის დროს, რადგანა სეთი მ,ებრძოლი ადამიანი იყო. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომშ, შემდეგ წავიდა უკრაინაში 2014-და და ბოლოს ამ ბრძოლაშიც ჩაერთო როგორც კი დაიწყო ომი. მართლია სხვა მიწაზე, მაგრამ საქართელოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ჩვენი თავისუფლებისთის შეეწირა. ჩვენთვის გმირია და მთელი საქართველოსთვის, - ამბობს ოჯახის წევრი. 

მსგავსი სიახლეები