ცივი იარაღი სატელევიზიო სტუდიაში - "სტრატეგია აღმაშენებელი" გამოძიებას ითხოვს

15.04.22 12:22
ცივი იარაღი სატელევიზიო სტუდიაში - "სტრატეგია აღმაშენებელი" გამოძიებას ითხოვს

ცივი იარაღი სატელევიზიო სტუდიაში და ხელჩართული ჩხუბი პირდაპირ ეთერში - დაიწყებს თუ არა გომელაურის უწყება გამოძიებას ამ ეტაპზე უცნობია. კადრებში, რომელიც "ჯორჯიან თაიმსის" სატელევიზიო ეთერით გუშინ გავრცელდა, ჩანს როგორ იღებს ჯიბიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ექპსერტი ირაკლი ლატარია ნივთს და სტრატეგია აღმშენებლის წევრს ლაშა დიაროვს უსწორდება.

"სტრატეგია აღმაშენებელი" მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. მათ აინტერესებთ, იყო თუ არა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ანალიტიკოსი სტუდიაში ცივი იარაღით მისული. 

რა ეჭირა ხელში კი ვნახე კადრები, მაგრამ არ ჩანს იქ კონკრეტულად და ვფიქრობ, რომ სამართდალმაცვები ორგანოები ნორმალურ სახელმწიფოში ამით უნდა დაინტერესდნენ. თუ ეს იყო ცივი იარაღი, რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია და ასეთ შემთხვევაში გამოძიება უდნა მოხდეს ამასთანდა კავშირებით, თუ არ იყო, ამაზეც განმარტება უდა გააკეთოს ექსპერტიზამ და შესაბამისმა უწყებებმა, - განაცხადა პარტიის ლდერმა, გიორგი ვაშაძემ. 

"პირველებმა" კითხვის დასმა თავად ირაკლი ლატარიასთან სცადა. ლატარიამ სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა მიმოწერაში თქვა, რომ ცივი იარაღი არ ჰქონია. 

დანა არა გასაღები მეკიდა და ზიპო... ვნახე მეც კადრები, შიეძლება ინსტიქტიურად რომელიმე ავიღე. არ მახსოვს, რადგან ძალიან გამწარებული ვიყავი და რომელს ვირებდი მაგ დროს არ მახსოვს,. წიგნი რომ ყოფილიყო მაგიდაზე ალბათ მაგასაც ავიღებდი, - წერს ლატარია.

ირაკლი ლატარია და ლაშა დიაროვი ერთმანეთს გადაცემა "დროულ კითხვებში" დაუპირისპირდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებამდე მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

 

მსგავსი სიახლეები