ხელისუფლების შტურმის ახალი სერია - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე სააპელაციო სასამართლოში ინაცვლებს

15.04.22 12:42
ხელისუფლების შტურმის ახალი სერია - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე სააპელაციო სასამართლოში  ინაცვლებს

ხელისუფლების შტურმის ახალი სერია - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე სააპელაციო სასამართლოში ინაცვლებს.  მას შემდეგ, რაც პირველმა ინსტანციამ ფულის გათეთრება ვერ დაადგინა, პროკურატურამ გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. პოლიტიზირებული საქმის პროცესი რამდენიმე საათში გაიმართება. 

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გადაწყვეტილება დაცვის მხარემაც გაასაჩივრა. ტვ პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას სამივე ბრალდებულის ციხეში გაშვება გამოგონილი ბრალდებით სურს. 

პროკურატურა ცდილობს იმას, რასაც აქამდე ცდილობდა ანუ უდნა მიაღწიოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დამნაშავეს ცნობად ფულის გათეთრებაში, რაც თვაიდანვე ვამტკიცებდით, რომ წარმოუდგენელი იყო საქმეშ არსებული მასალებით და ჩვენი მოლოდინი დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ დანაშაული არ არის სახეზე და დარწმუმებული ვარ ეს დადასტურდება სააპელაციო სასამართლო იქნება ეს თუ უზენაესი, - ამბობს კახა წერეთელი.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს აბსურდულს უწოდებს ტვ პირველის დამფუძნებელი  ვატო წერეთელიც. მისი თქმით, რომელ ინსტანციაში არ უნდა გაგრძელდეს საქმე, სიმართლე მაინც ერთია, რომ ფული გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. 

მეორე სერია იწყება, პრკურატურა სასამართლოში დაკავდება ბოდვით, გარეთ ჩემზე შანტაჟით და ზეწოლით, მაგრამ მაგის თავი არც პროკურატურას აქვს და არც ხელისუფლერბას აქვს, ეს დიდი ხანია ჩანს, უბრალოდ, მამა უნდა დამიტანჯონ ისევ, ამხელა 71 წლის კაცის სასამართლოზე ტარებით რავიცი, ყოველ მეორე და მესამე დღეს... მეორე სერია კი არა, რამდენი სერიაც არ უნდა დაგეგმონ, ეს სერიალი როგორ მთავრდება, ეს ჩემზე კარგად იცის ხელისუფლებამ და სასამართლოში დაბარებას სჯობს, მთელი მსოფლიო რომ უკრაინას გლოვობს, სჯობს რომ ამას შეეშვან ამ მასხარაობას, ჩავიდნენ და იმ  ხალხს უკრაინაში დაუდგნენ გვერდზე, - ამბობს წერეთელი. 

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება 12 იანვარს  გამოაცხადა. მან სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლი გადაუკვალიფიცირა და ფულის გათეთრების ნაცვლად ბრალი თაღლითობაში  დასდო. არსებული მუხლი საქმის ხანდაზმულობას ითვალისწინებს, ამიტომ სამივე ბრალდებული სასჯელისგან გათავასუფლებული იქნა.