აზარტული თამაშების მოყვარულ ბუღალტერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მთავარი ბუღლატერი ორ თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე, ბრალდებულმა შვილს სთხოვა დაეტოვებინა სასამართლო დარბაზი, რადგან მისი სრცხვენოდა. ლეილა წკრიალაშვილს კი შვილი ემუდერაბოდა, დაესახელებინა ის პირები, ვისაც ხელს აფარებდა.
ბრალდებულმა ბუღალტერმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ მზადაა ციხეში იმდენი წელი გაატაროს, რამდენსაც მოსამართლე განუსაზღვრავს.
დღევანდელ პროცესზე ლეილა წკრიალაშვილი თავს ადვოკატის გარეშე იცავდა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ლეილა წკრიალაშვილს ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვას ედავება. ირკვევა, რომ ბუღალტერი თანხას ჯერ აზარტული თამაშების ანგარიშზე, შემდეგ კი საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა. იმისთვის, რომ ბიუჯეტში გარღვევა და დისბალანსი არ ყოფილიყო, აიპის თანამშრომლებს წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ შვებულებაში უშვებდნენ.
ბიუჯეტის თანხებიდან სულ მითვისებულია 350 ათასი ლარი. არის თუ არა დაკავებული ბუღლატერის თაღლითური სქემის მსხვერპლი და ჰყავს თუ არა ამ სქემას სხვა მონაწილე პირები, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს.