ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დაღუპულია 1 პირი
თბილისში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.