უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დღეს დაკრძალავენ
უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. 49 წლის ქართველ მეომარს, დავით მენაბდიშვილს დღეს რუსთავში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის საერთო მტერთან ბრძოლას შეეწირა, თუმცა გმირთა სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსგან შეთავაზება არ მიუღიათ.
სიონის ტაძართან სადაც ხალხის ნაკადი არ წყდება. ომში დაღუპულ კიდევ ერთ გმირს, 21 წლის ნიკა შანავას კი დღეს ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დაღუპული მეომრების ოჯახებს სამძიმარი ხელისუფლებისგან არც ამჯერად მიუღიათ.
შანავა და მენაბდიშვილი იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.