უკრაინაში დაღუპულ მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს

16.04.22 15:07
უკრაინაში დაღუპულ მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ომში დაღუპული გმირი დავით მენაბდიშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს. 49 წლის ქართველი მეომარი მიწას რუსთავში საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარეს. თანამებრძოლის დაკრძალვაზე მივიდა ომში დაღუპული კიდევ ერთი გმირის ნიკა შანავას ძმა, რომელიც მათთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე საომარი მოქმედებების ეპიცენტრში იბრძოდა. დაღუპული მეომრების ოჯახებს სამძიმარი ხელისუფლებისგან არც ამჯერად მიუღიათ. რუსული აგრესიის მსხვერპლს პატივი ქართული ოცნების არცერთმა ლიდერმა მიაგო. მხოლოდ გვირგვინის გაგზავნით შემოიფარგლა პრეზიდენტი.

ომში დაღუპულ კიდევ ერთ გმირს, 21 წლის ნიკა შანავას კი დღეს ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.  დაღუპული მეომრების ოჯახებს სამძიმარი ხელისუფლებისგან არც ამჯერად მიუღიათ.

შანავა და მენაბდიშვილი იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მსგავსი სიახლეები