სამწუხარო ინფორმაცია უკრაინიდან - რუსებთან ბრძოლაში კიდევ 2 ქართველი დაიღუპა

16.04.22 18:01
სამწუხარო ინფორმაცია უკრაინიდან -  რუსებთან ბრძოლაში კიდევ 2 ქართველი დაიღუპა

 უკრაინაში რუსებთან ბრძოლაში კიდევ 2 ქართველი გმირულად დაეცა.  ქართველმა მეომარის, ვანო ნადირაძის ინფორმაციით,  მისი თქმით, აგრესორებთან ომის შედეგად, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა დაიღუპნენ. 

მანამდე, ნადირაძემ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ცნობა. 

მის დაწყების შემდეგ უკრაინაში კიდევ 6 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ესენი არიან:  გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი.

 ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება ამ დრომდე არ მომხდარა.

მსგავსი სიახლეები