ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული - უკრაინაში დაჭრილ ქართველ მეომარს ოპერაციას ხვალ გაუკეთებენ
58 წლის ქართველ მეომარს ზურაბ მუშუქიას, რომელიც უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას დაიჭრა, ოპერაციას ხვალ გაუკეთებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველს მუშუქიას ოჯახი უდასტურებს. ოჯახის ინფორმაციით, ჯარისკაცს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და მად შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.