ძარცვა ფილმის სცენარით - იძებნება დიდი ფული, რომელიც ბანკიდან გაიტანეს (საქმის სკანდალური დეტალები)
ბანკის ძარცვა რამდენიმე წამში - ვინ არის ორი მამაკაცი ვინც, "საქართველოს ბანკიდან" დიდი ფული გაიტანა? "ნოდარ მელაძის შაბათმა" თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ყველა დეტალი გაარკვია.
ბანკიდან გატაცებულ ათი ათასობით ლარს ვახტანგ გომელაურის უწყების თანამშრომლები 12 დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
ბანკზე თავდასხმა 2 აპრილს საღამოს 18:30 საათზე მოხდა. ავტომატით და მაკაროვით შეიარაღებულმა მძარცველებმა ექსპრეს ფილიალიდან 31 ათას ლარზე მეტი წაიღეს. პოლიციამ თავდასხმაში ბრალდებულები რამდენიმე საათში დააკავა, თუმცა მათ ფულის გადამალვა მოასწრეს.
საქმის მასალების თანახმად, 31 წლის გიორგი ჟორჟოლიანი და 30 წლის დავით ბაქრაძე, ჭიჭინაძის ქუჩაზე ექსპრეს ფილიალში იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც შენობაში მხოლოდ მოლარე და დაცვის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებიდან დგინდება, რომ ბანკი ფილმით სცენარით გაძარცვეს, ორ თავდამსხმელს წამების წამის სიზუსტით ჰქონდა გათვლილი, როგორ უნდა წაეღო დიდი ფული, ისე რომ პოლიციას მათთვის ვერ მიესწრო.
ფილიალში შემოვიდა მამაკაცი, ის მოულოდნელად შემოვიდა ჩემთან სალაროს სივრცეში.გაჩერდა და მუქარის ტონით, მაგრამ დაბალი ხმით, ისე რომ დაცვის თანამშრომელს არ გაეგო, მითხრა, რომ ყაჩაღობაა და დროზე მომეცი ფული, თორემ მოგკლავო. მე ძალიან შემეშინდა, მაგრამ ხმამაღალი ტონით „ვუთხარი რა გინდა, რა არისთქო“. პარალელურად დავაჭირე ხელი განგაშის ღილაკს. ამ ხმაზე დაცვის თანამშრომელი შემოვიდა და იარაღი დაუმიზნა თავდამსხმელს და იარაღის დადებისკენ მოუწოდა"- წერს ბანკის თანამშრომელი, ნელი ქველაძე.
თავდამსხმელებს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, როდესაც დაცვამ იარაღი ამოიღო, მას მოულოდნელად თავზე მეორე შეირაღებული მძარცველი დაადგა. ავტომატი მიადო და განიარაღება სცადა. ამ დროს ორმხრივი სროლა დაიწყო.
როდესაც მის ხელში იარაღი დავინახე, გავემართე მისკენ, ამოვიღე ჩემი სამსახურეობრივი იარაღი და მოვუწოდე დაეგდო იარაღი და შეეწყვიტა თავდასხმა, ამ დროს უკანა მხრიდან მოვიდა მამაკაცი და მომიშვირა ავტომატი. მითხრა - დააგდე იარაღი თორემ გესვრიო. ჩემკენ მოშვერილი ავტომატი გავწიე, მინდოდა ავტომატი წამერთმია და შევეცადე მის მოგერიებას. ორივე თავდამსხმელი ცდილობდა, ჩემთვის იარაღის წართმევას.ისინი იარაღს მართმევდნენ ფიზიკური ძალის და იარაღის მუქარის გამოყენებით, თავდაცვის მიზნით თავდამსხმელების მიმართულებით ქვედა კიდურის არეში, რამდენჯერმე მოვახდინე გასროლა, რადგან ისინი მემუქრებოდნენ" - ამბობს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაცვის პოლიციის წევრი, კახა კალაძე.
თავდამსხმელი, რომელიც საქართველოს ბანკს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელმა დაჭრა, გიორგი ჟორჟოლიანია. ამის მიუხედავად, თავდამსხმელები ტერიტორიის დატოვებას მაინც არ ჩქარობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ პოლიციის მოსვლამდე დრო კიდევ რჩებოდა. თავდამსხმელებმა დაცვის თანამშრომელს იარაღი წაართვეს და მძევლად აიყვანეს.
მე მას უთხარი - არ მომკლათქო, რადგან ჩემი იარაღი არ ისროდა, იარაღს გაუშვი ხელი, ჩავიმუხლე კედელთან, სრული აღნაგობის მამაკაცმა, ჩემი იარაღი აიღო, ხოლო მეორეს ავტომატი ჰქონდა ჩემკენ დამიზნებული, ამ დროს დავინახე, რომ ის მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა ავტომატი მარჯვენა ფეხში იყო დაჭრილი, მე ამ დროს ვიყავი კედელთან ჩამუხლული, ხელები მქონდა თავზე დადებული და ვიყავი შეშინებული, აღნიშნული დამნაშავე პირები გავიდნენ ბანკიდან გასვლამდე პირველ თავდამსხმელს ხელიდან გაუვარდა ჩემი იარაღი, რომელიც აიღო და წაიღო თან"- ამბობს კალაძე.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციის მობილიზებამდე, თავდამსხმელებმა ბანკიდან დიდი ფულის გატანა გატაცებული ავტომობილით, მძევალთან ერთად მოახერხეს.
ავტომობილი მოქალაქე გიორგი მარუაშვილის ეკუთვნის.
ვუთხარი, სად უნდა წაგიყვანოთთქო, რა დროსაც ერთმა ქურთუკიდან ამოიღო ავტომატი, მომიშვირა, ხოლო მეორემ ბარაბანიანი პისტოლეტი, ორივე პარალელურად მესაუბრებოდნენ, მეუნებოდნენ არ გეხუმრებიო, დროზე წაგვიყვანე თორე ტვინს გაგასხმევინებო"- წერია მარუაშვილის ჩვენებაში.
ირკვევა, რომ გატაცებულ მანქანში თავდამსხმელებმა შეფუთული ფულის გახსნა დაიწყეს, თუმცა აღმოჩნდა რომ მოალარემ ფულს ე,წ. ცხელი ფულის დამცავი გააყოლა, კაფსულა, სადაც წითელი მელანია. კაფსულა გასკდა, ფულის ნაწილი მელნით დაისვარა.
თავდამსხმელებმა გაწითლებული ბანკნოტები მანქანში დატოვეს, დანარჩენი თანხის დიდი ნაწილი კი თან დაიწყეს. პოლიციის ფაილებიდან დგინდება, რომ ბანკის ყაჩაღობის შემდეგ, მძარცველები მეგობრის სახლში გარდაბნის ქუჩაზე, მეგობართან მივიდნენ.
გიორგი ჟორჟოლიანი და დავით ბაქარაძე მეგობართან მივიდნენ - ბანკიდან გატაცებული ფულით და ცეცხლსასროლი იარაღებით. საქმის მასალებით დგინდება, რომ მათ ჯერ ყავა დალიეს, შემდეგ კი ისადილეს. სახლში სადაც ბანდის წევრები იმყოფებოდნენ, ამტკიცებენ რომ ყაჩაღობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
გიორგი ჟორჯოლიანი, რომლიც შეირაღებული თავდასხმის დროს დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ფეხში დაჭრა, დანაშაულს არ აღიარებს. ის ირწმუნება, რომ პოლიციამ აწამა.
გიორგი ჟორჟოლიანი და დავით ბაქრაძე მეზობლები არიან - ბანკიდან გატაცებულ ფულს პოლიცია ახლაც უშედეგოდ ეძებს. დაკავებულებს კი გისოსებს მიღმა რამდენმე წლიანი პატიმრობის გატარება მოუწევთ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან