თავდასხმა საქართველოს ბანკზე - დაკავებულების ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დიდი ფული პოლიციამ მოიპარა

16.04.22 22:04
თავდასხმა საქართველოს ბანკზე - დაკავებულების ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დიდი ფული პოლიციამ მოიპარა

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელები დუმილის უფლებას იყენებენ - "შაბათის ეთერთან" კი ბრალდებულების, დავით ბაქრაძისა და გიორგი ჟორჟოლიანის ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

იურისტებს აქვთ დასაბუთებული ეჭვი, რომ თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე ექსპრეს ფილიალიდან გატაცებული თანხა, შესაძლოა, თავად პოლიციის თანამშრომლებს წაეღოთ, იმ სამართალდამცავებს, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. 

საუბარია, გარდაბნის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, საიდანაც პოლიციამ ბრალდებულები აიყვანა და ადგილიდან იარაღები ამოიღო. გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ იქ ნაქურდალი სული უკვე აღარ იყო. 

არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია, იმ პირებს გაექროთ (ფული) რომლებსაც მასთან წვდომა ჰქონდა. მაგალითად, საიდანაც იარაღები ამოიღეს ამ ადამიანებმა, შესაძლოა ის თანხა იქვე იყო, შეიძლება ეს თანამშრომლების რომელიმე ჯგუფს განახორციელებინა," - აცხადებს ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე. 

ბანკიდან გატაცებულ ათი ათასობით  ლარს ვახტანგ გომელაურის უწყების თანამშრომლები 12 დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. 

ბანკზე თავდასხმა  2 აპრილს საღამოს 18:30 საათზე მოხდა. ავტომატით და მაკაროვით შეიარაღებულმა მძარცველებმა ექსპრეს ფილიალიდან 31 ათას ლარზე მეტი წაიღეს. პოლიციამ თავდასხმაში ბრალდებულები რამდენიმე საათში დააკავა, თუმცა  მათ ფულის გადამალვა მოასწრეს. 

 

მსგავსი სიახლეები