უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი ზურაბ მუშუქია საავადმყოფოში რჩება
უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი ზურაბ მუშუქია საავადმყოფოში რჩება. 58 წლის ჯარისკაცი თავის არეშია დაჭრილი. უკრაინულ მხარეს მებრძოლი მუშუქია გუშინ ჩეჩნრუ დანაყოფთან შეტაკებაში მოჰყვა. პარტიზანი მებრძოლები რუბეჟნოეში საგანგებო დავალებით იყვნენ წასულები.
ზურაბ უშუქიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ოჯახის წევრი საუბრობს.
აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო. აგვისტოს ომის მონაწილეც გახლდათ. შეტაკების დროს მოხვდა ტყვიის ანასხლეტები, დაუზიანდა თავი. ამის მერე გადაყვანილი იქნა საავამდყოფოში და გაუკეთდა ოპერაცია წუხელ. ამჟამად არის გონებაზე და ტკივილები აქვს თავის არეში. მასთან ახლოს ერთი ბიჭი დაიღუპა, გვერდით მყოფი და ეს 2 დაღუპულები ამათ დასახმარებლად მოდიოდნენ, გასაყვანად ტერიტორიიდან და დაიღუპნენ გზაში, - ამბობს დაჭრილი ჯარისკაცის მეუღლე.
ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრანაში დაღუპული ქართელი მებრძოლის, ალიკა ცაავას სახლშ ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი ოჯახის წევრებს ცხედრის ჩამოსვენებას დაჰპირდნენ.