უკრაინაში დაღუპულ ნიკა შანავას დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავაენ

17.04.22 11:59
უკრაინაში დაღუპულ ნიკა შანავას დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავაენ

ოკუპანტების მიერ მოკლულ ქართველ ჯარისკაცს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 21 წლის ნიკა შანავას ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად მოქალაქეები ორხევის დასახლებაში დილიდან მიდიან. უკრაინაში დაღუპულ გმირს ცოტა ხანში წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენებენ. მას ვარკეთილის სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

თბილისშია შანავას ძმაც, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ნიკა შანავას დაღუპვის შემდეგ ლუკა შანავა სამშობლოში დედის თხოვნით დაბრუნდა. 

რუსულ აგრესიას ქართველი მებრძოლი იზიუმთან დავით მენაბდიშვილთან ერთად ემსხვერპლა. 

მსგავსი სიახლეები