ხობში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილია 40 წლამდე მეთევზე

17.04.22 13:19
ხობში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილია 40 წლამდე მეთევზე

ხობში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილია 40 წლამდე მეთევზე.  მაშველები და ოჯახის წევრები მამაკაცს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი ტივზე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას ფეხი დაუცდა და წყლის არხში ჩავარდა. 

შემთხვევის ადგილზე, მდინარესთან ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები