ის ადგილი, სადაც კარვები იყო განთავსებული, ჩვენი კუთვნილებაა - ENKA

12.04.21 14:56
ის ადგილი, სადაც კარვები იყო განთავსებული, ჩვენი კუთვნილებაა -  ENKA

ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან - ეს განცხადება  თურქულმა კომპანია ,,ენკამ" ცტა ხნის წინ გააკეთა. კომპანიამ, რომელიც ნამოხვანჰესის მშენებლობას ახორციელებს, საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია სოციალურ ქსელში განათავსა. 

ენკა რინიუებლზ" ეხმაურება აღნიშნული მიწის ირგვლივ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. კომპანიამ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი, შორენა ეფრემიძე. 2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია - კერძოდ, 70,171 ლარი," - აღნიშნულია განცხადებაში.  

 

 

 

შეგახსნებთ, რომ ადგილი, სადაც რიონის მცველების კარვები იდგა, ტრაქტორით დაამუშავეს. ადგილზე მყოფი აქტივისტების  თქმით, ტრაქტორები პოლიციამ შემოიყვანა. შესაბამისად, გადახნულ მიწაზე კარვის გაშლა შეუძლებელია. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ის ადგილი, სადაც კარვები  იდგა "ენკას" საკუთრება არ არის.