სენაკის სამხედრო ბაზაზე დაღუპული ჯარისკაცი 21 წლის ჯონი ახალაიაა

18.04.22 11:02
სენაკის სამხედრო ბაზაზე დაღუპული ჯარისკაცი 21 წლის ჯონი ახალაიაა

სენაკის სამხედრო ბაზაზე დაღუპული ჯარისკაცი 21 წლის ჯონი ახალაიაა. მას  ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. 

ამბობენ, ჩაეძინა და გაუვარდაო. მიბჯენით აქვს მოხვედრილი, ეტყობა, მართლა ჩაეძინა..."- ამბობს ოჯახის ახლობელი. 

ახალაიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბიჭს ფინანსური პრობლემები არ ჰქონია: 

ახლახან მოიყვანა ცოლი, რა მოხდა ბაზაში ღმერთმა იცის, არამგონია თავი მოეკლა" - აღნიშნავს გარდაცვლილის მეზობელი. 

თავდაცვის სამინისტროს მომხდარზე განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.  

მსგავსი სიახლეები