სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება 100-დან 150-ლარამდე გაიზრდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დახმარების პაკეტი 1 ივნისიდან ამოქმედდება და ამით 215 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ბავშვი ისარგებლებს.