დედაჩემი მსხვერპლია, ზემდგომი ჰყავდა - გორის მერიიდან მოპარული ნახევარი მილიონის სკანდალი ახალ ფაზაში გადადის
გორის მერიიდან მოპარული ნახევარი მილიონის სკანდალი ახალ ფაზაში გადადის - დაკავებული ბუღალტერის შვილი დედის გადასარჩენად ბრძოლას იწყებს. ახალგაზრდა ქალი იმ ადამიანების მხილებას აპირებს, ვის გამოც მისი თქმით, დედა, ონკოლოგიური პაციენტი, კაზინოების მოთამაშედ და დიდი ფულის მძარცველად გამოაცხადეს.
მინიშნება კეთდება ფინანსურ მენეჯერზე და სხვა მაღალჩინოსნებზე, რომლებმაც იცოდნენ რა ოდენობის თანხა გადიოდა ხაზინიდან და რატომ.
"უკან დასახევი არ მაქვს, გაგებინებთ პასუხს"- ამბობს ლეილა წკრიალაშვილის შვილი.
კონკრეტული სახელები ჯერ საჭირო არ არის. დედაჩემს ჰყავდა ზემდგომი, უშუალო ხელმძღვანელი. დედაჩემი მსხვერპლია, რომელის სახელითაც გამოდიოდა ხაზინიდან ფული, ბუღალტერი ხაზინიდან ვერ ხსნის ფულს. ადამიანს არ ჰყავს ადვოკატი, რომ საქმეში არ ჩაახედოს, თვითონ მიდის გამოძიებასთან და აღიარებს, ანუ გამოდის რომ ვიღაც შვილების სიციცხლით ემუქრება"- აცხადებს დაკავებულის შვილი.
გორის ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობის თანხების ტოტალიზატორში გაფლანგვის სკანდალზე ლეილა წკრიალაშვილი წინა კვირას დააკავეს.
ბუღალტერს გამოძიება 144 000 ლარის მითვისებას ედავება.