სენაკში რიგითმა თავისივე იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა - თავდაცვის სამინისტრო

18.04.22 12:05
სენაკში რიგითმა თავისივე იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით,  ჯონი ჯაბას ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვალყურეო კამერამ.

უწყების ინფორმაციით, ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით დაიწყო. 


 

მსგავსი სიახლეები