დარღვევები რუსთავის საკრებულოში - "ოცნება" ხალხის ფულს არამიზნობრივად ხარჯავს
დარღვევები რუსთავის საკრებულოში - "ქართული ოცნება" ხალხის ფულს არამიზნობრივად ხარჯავს. სკანდალურ დასკვნას აუდიტის სამსახური ავრცელებს. ირკვევა, რომ რუსთავის მერიას ოფიციალურად 16 ავტომობილი ემსახურება, თუმცა ავტოპარკში დამატებით კიდევ 77 მანქანა ჰყავთ დამატებული, რაც საწვავის ხარჯებს რეკორდულად ზრდის.
კითხვის ნიშნებია ტენდერებთან დაკავშირებითაც. რუსთავის მერია კონკრეტულმა კომპანიებმა დააზარალეს, პირობები არ შეასრულეს, მაგრამ "ოცნების" ლიდერებმა ისინი არც კი დააჯარიმეს.
"პირველებმა" ინფორმაციის გადამოწმება რუსთავის მერიაში სცადა, თუმცა იქ კითხვებზე პასუხების გაცემაზე უარი განაცხადეს.
ოპოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.