პროდუქტებზე ფასები დაახლოებით 20 %-ით გაძვირდება- ექსპერტების პესიმისტური სცენარი
უახლოეს ერთ თვეში გაიზრდება ფასები პურზე, სურსათზე, კომუნალურ სერვისებზე და ამ ფონზე გაგრძელდება ლარის გაუფასურებაც. ექსპერტები პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ.
დარგის ექსპერტების სცენარის მიხედვით, დაახლოებით ერთ თვეში ცხოვრება 20 პროცენტით გაძვირდება, ხალხი კი უფრო გაღარიბდება.
ექსპერტები ამბობენ, რომ ფასების ზრდას რუსეთ-უკრაინის ომმა შეუწყო ხელი, რადგან ამ 2 ქვეყანას სხვადასვა ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია, მათ შორის, საქართველოსთვისაც.
გარდა ამისა, ინფლაციის მატებას ექსპერტები საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებას უკავშირებენ.
თუ შენარჩუნდა ასეთი ტენდენცია, მაისის თვიდან საქართველოში ყველაფერი გაძვირდება 20%-ით, მომსახურება, პური, კომუნალური სერვისები და ა.შ. ამ მყოველივეს მთავარი გამომწვევი ინფლაციაა. ამ ეტაპზ3ე ლარი ხელოვნური გამყარების სტადიაშია. თუმცა, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ხელოვნურად რომ გამყარდეს ლარი.
სასწრაფოდ გასაკეთებელია საგადასახადო ლიბერალიზაცია, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება, - აცხადებს ექსპერტი ოთო აბესაძე.