დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კომპანიის საკუთრებაში რიცხული, კახეთის რეგიონში მდებარე, ჯამში 850 000 ლარზე მეტი ღირებულების სამი ერთეული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, თითქოსდა ინდოეთის დედაქალაქ დელიში გაცემული მინდობილობები და საქართველოში შედგენილი კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმი გააყალბეს, რომლის საფუძველზეც ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი გაასხვისეს, ხოლო დარჩენილი ორი მიწის ნაკვეთის გასხვისება სხვა პირზე სცადეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთები დღეის მდგომარეობით, დაყადაღებულია.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 (19), 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან