ბოდიში ეხლა თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ! - სოფო ბედია შოუბიზნესის კლასტერზე

12.04.21 15:07
ბოდიში ეხლა თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ!  - სოფო ბედია შოუბიზნესის კლასტერზე

რეგულაციებს არ ვარღვევ და კანონმორჩილი ადამიანი ვარ! კორონა 3 თვის წინ გადავიტანე, საფრთხეს არ წარმოვადგენ არავისთვის - განაცხადა მომღერალმა სოფო ბედიამ. მომღერალი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მომღერლები და  მსახიობები დაბადების დღის აღსანიშნავად რეგულაციების დარღვევით შეიკრიბნენ.

სოფო ბედია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეგობრის, ცირა ბზიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ვიწრო წრეში სრულიად ჯანმრთელი ადამიანები შეიკრიბნენ. 

30 მარტს ჩემი მეგობრის ცირა ბზიშვილის, დაბადების დღე აღვნიშნეთ ვიწრო წრეში. შევიკრიბეთ 15 ჯანმრთელი ადამიანი სრული წესების დაცვით, 5 კაცი ვიჯექით თითო მაგიდასთან! 7:50 წუთზე დავიშალეთ! ბოდიში ეხლა, თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ! ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო ისედაც ცხოვრება მოგვბეზრდა ისეთ რეალობაში ვართ! შეიხედეთ სხვა რესტორნებში, რა ხდება და არავისგან გამორჩეულად არ აგვიღნიშნია! ძალიან ცუდია, სადღაც კლუბში აზელილ სიტუაციას რო ამონტაჟებენ ჩვენთან ერთად!! - წერს სოფო ბედია.

სოფო ბედია ერთ-ერთი იყო შოუბიზნესის იმ წარმომადგენელთა შორის, რომლებიც კომპოზიტორ ცირა ბზიშვილის დაბადების დღეს დაესწრნენ.  ღონისძიებაზე მყოფი რამდენიმე ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა, მათ შორის, თავად იუბილარიც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.