გახმაურებული მკვლელობა წყნეთში - პოლიციის ტყვიას ზურაბ გველესიანი ემსხვერპლა
გახმაურებული მკვლელობა წყნეთში - გუდიაშვილის ქუჩაზე, პოლიციელის მიერ მოკლული 30 წლის ზურაბ გველესიანია. "ტვ პირველს" მომხდარის თვითმხილველი უყვება, რომ გველესიანი სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდა, რა დროსაც მას პოლიცია დაადგა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავის გამოჩენისთანავე 30 წლის ნარკოტიკული საშუალება სავარაუდოდ გადაყლაპა, რასაც სავარაუდოდ შელაპარაკება მოჰყვა.
რაც შეეხება დაკავებულ ერიკ წურწუმიას, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და დუმილის უფლებას იყენებს. წურწუმიას ადვოკატი ამბობს, რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.
ადგილობრივები ზურაგ გველესიანს დადებითად ახასიათებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ზურა გველესიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი ერიკ წურწუმია დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ზურა გველესიანი გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან