ჰესების მშენებლობის ჩაშლა საქართველში კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს შეეწირა - სუსი
ჰესების შენებლობის ჩაშლა საქართველში კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს შეეწირა -ამის შესახებ სუს-ის 2021 წლის ანგარიშშია საუბარი. ვის გულისხმობს სპეცსამსახური რბილ ძალაში, ამას ლილუაშვილის უწყება არ აკონკრეტებს, თუმცა გამოდის, რომ საბოლოოდ ხელისუფლებამ ამ ჯგუფების ინტერესები ან ვერ, ან მიზანმიმართულად არ აღკვეთა.
შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვთ, რომ ეს არის სამომავლოდ ჩვენი დაშინების პირდაპირი მცდელობა. რადგან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ გვდებენ ბრალს სახელმწიფოს მტრობაში, ამ ხალხისგან რაღას უნდა ველოდოთ? ხელისუფლება პრაქტიკულად, სრულ ავტორიტარიზმში შედის იმისათვის, თუ აქ ჯანსაღი პროტესტი გაგრძელდება, დაიწყოს დაკავებები. ამიტომ საზოგადოება გაცილებით ფხიზელი უნდა იყოს- აცხადებს რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი.
საპროტესტო აქციების შემდეგ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, ნამოხვანჰესის მშენებლობა შეეჩერებინა.