უბედური შემთხვევა ხულოში - ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ხევში გადავარდნენ

19.04.22 15:39
უბედური შემთხვევა ხულოში - ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ხევში გადავარდნენ

უბედური შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში - ბაბუა და შვილიშვილი ხევში გადავარდნენ, რის შედეგადაც სამი წლის ბავშვი დაშავდა.

დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან მოთავსებული, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის არეში მძიმე ტრავმა აღენიშნება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.