ნიკო კვარაცხელიას საქმე - პროკურატურას ადვოკატებისთვის მტკიცებულების გაცვლა დაავიწყდა
გახმაურებული მკვლელობის საქმეზე პროკურატურას ადვოკატებისთვის მტკიცებულების გაცვლა დაავიწყდა.
სწორედ ამ მიზეზით, თბილისში მოკლული, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის წინააღმდეგ სამხილები მოსამართლემ საქმეში დაუშვებლად მიიჩნია.
ადვოკატების თქმით, ბრალდებული პირის მიმართ პროკურატურას მტკიცებულება არ აქვთ.
არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ირაკლი ბიბილეიშვილმა იცოდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რომ ბრალი ედებოდათ აღნიშნულ პირებს. საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია, შესაბამისად, ის უდანაშაულოა. უბრალოდ, გარემოების მსხვერპლია"- აღნიშნავს უფლებადამცველი.
ირაკლი ბიბილეიშვილი ამ დრომდე ციხეშია, პროკურატურის მტკიცებით ის პირია, ვისთანაც მკვლელობაში ბრალდებულებმა ღამე გაათენეს. საქმის პროკურორი ამბობს, რომ დაკავებულმა უმძიმესი ამბავი დამალა:
ბრალდებულს, რომელსაც ბრალი ედება განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის დაფარვაში, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე გადაეცა არსებითად განსახილველად. ამავდროულად დასაშვებ მტკიცებულებებად იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც უტყუარად ადასტურებს რომ ბრალდებულმა ნამდვილად, წინასწარშეუპირებლად დაფარა განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაული"- აცხადებს პროკურორი გია შაიშმელაშვილი.
გამოძიების ინფორმაციით, პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკვლელობის შემდეგ, გაქცეულმა ბრალდებულებმა, აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძე ღამე მეგობრების სახლში გაატარეს და მომხდარის შესახებ ისაუბრეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულება 15 სექტემბერს მკვლელობის შემდეგ, გიორგი ქარსელაძესა და ირაკლი ბიბილეიშვილს დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი, მათ შორის, მკვლელობის დამკვეთიც დაუსახელეს.