გიორგი კიკაბიძე, რომელსაც აბაშაში 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
აბაშის მკვიდრი, 42 წლის გიორგი კიკაბიძე, რომელსაც ორი დღეა ეძებდნენ, აბაშის ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით ცხედარს მაჯის მიდამოზე ჭრილობები აღენიშნება.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან შეკრებილი და ტერიტორია საპოლიციო ლენტითაა შემოსაზღვრული.