უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირები კიევში გადაასვენეს

20.04.22 11:15
უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირები კიევში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები კიევში გადაასვენეს.  რამდენიმე წუთში  ქართველი მეომრების ცხედრებს ვლადიმირსკის  ტაძარში დაასვენებენ. ჯარისკაცების ცხედრების  გამოყვანა საიმარი მოქმედებების გამო გართულებული იყო. კიევიდან სამხედროებს ლვოვში გადაასვენებენ, საბოლოოდ კი ქართველი გმირების ცხედრების ჩამოსვენება სავარაუდოდ, შაბათს მოხდება. 

ორი მებრძოლი გამოიყვანეს დნეპროპეტროვსკში თავის დროზე, მაგრამ გაჭირდა კასრაძის გამოსვენება. იყო ინტენსიური დაბომბვები  შეუჩერებელი ფაქტიურად, მებრძოლები ვერ გამოდიოდნენ. ცხედარი გვერდით ჰყავდათ, მაგრამ გამოსვლა იყო შეუძლებელი. დღეს იგეგმება პანაშვიდი, გამოთხოვება,  საპატიო კარაული. შემდეგ უკვე ლვოვის გზაზე გავაცილებთ, ლვოვიდან ვარშავაში", - ამბობს ნადიმ ხმალაძე.

ალიკა ცაავა,არკადი კასრაძე და ზაზა ბიწაძე  ქალაქ რუბეჟნოეს წმენდის ოპერაციის დროს ე.წ. "კადიროველების" იერიშის სამიზნეები გახდნენ.დაღუპული გმირების ცხედრების გამოსვენება დაბომბილი ქალაქიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა,თუმცა თანამბერძოლებმა საბოლოდ ეს მოახერხეს. 

მსგავსი სიახლეები