მკვლელობა წყნეთში - პოლიციელს ბრალს დღეს წაუყენებენ

20.04.22 11:02
მკვლელობა წყნეთში - პოლიციელს ბრალს დღეს წაუყენებენ

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - ერიკ წურწუმიას დადგენილებას ოფიციალურად რამდენიმე საათში გააცნობენ. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავება.

საქმის მასალების მიხედვით, მან 32  წლის ზურა გველესიანი დაკავების ოპერაციის დროს მოკლა.

სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა სპეცოპერაციაში მონაწილე კიდევ ერთი პოლიციელის წინააღმდეგ.

ცნობილია, რომ შემთხვევის იმყოფებოდა წყნეთის პოლიციის უფროსიც, რომლიც ამ ყველაფერს ავტომობილიდან უყურებდა.

მსგავსი სიახლეები