ბოლო დღეებში 12 კილო დავიკელი, ფეხებზე კონტროლი დავკარგე - მიხეილ სააკაშვილი

20.04.22 13:37
ბოლო დღეებში 12 კილო დავიკელი, ფეხებზე კონტროლი დავკარგე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილოგრამი დაიკლო, მისივე თქმით, ფეხებზე კონტროლი დაკარგა. 

სასამართლო პროცესზე პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესი "ბლეფი" იყო და მისი მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. 

ახლა წონით ვარ იგივე წინაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. დავიკელი სადღაც 12 კგ ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილებს ფეხებში და ხელებში, ამის მოხსნა ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება. რაც შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ის, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და რამდენადაც მითხრეს ექიმებმა, რომ სიტუაცია მძიმეა"- თქვა სააკაშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, "გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა".  სააკაშვილი იქვე ამბობს, რომ საპატიმრო სადაც ახლა იმყოფება, საერთოდ არაა მორგებული სამკურნალოდ, თუმცა მისი თქმით, ის მაინც მადლობელია იმ ექიმების რომლებიც "რაც შეუძლიათ აკეთებენ".

"მადლობელი ვარ, აქ ვინც მომყვა ექიმის, გამომიყვანა მდგომარეობიდან, ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას, რომ არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი"- თქვა მან.  

მსგავსი სიახლეები