მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმე - სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

21.04.22 11:42
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმე - სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

 32 წლის ზურა გველესიანის მკველობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. პოლიციელმა მართლმსაჯულების წინაშე უნდა განმარტოს, როგორ მოხდა შემთხვევით გასროლა ახალგაზრდა კაცის მიმართულებით.

პროკურატურა პროცესზე პატიმრობის შუამგდომლობას დააყენებს. დაცვის მხარე კი საკუთარ შუამგდომლობას პროცესზე განაცხადებს. 

 ირკვევა რომ დაკავებულ პოლიციელს  სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, ეს მაშინ როდესაც გამოძიება და თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ საბედისწერო გასროლამდე ბრალდბულს და მოკლულს ფიზიკური დაპირისპირება არ ჰქონიათ.

შემთხვევა 18 აპრილს წყნეთში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, მან 32  წლის ზურა გველესიანი დაკავების ოპერაციის დროს მოკლა.სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა სპეცოპერაციაში მონაწილე კიდევ ერთი პოლიციელის წინააღმდეგ.

ცნობილია, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა წყნეთის პოლიციის უფროსიც, რომლიც ამ ყველაფერს ავტომობილიდან უყურებდა.

მსგავსი სიახლეები